ყველაზე დიდი მიშისტი ქვეყანაში არის მიშა. მიშას იმდენად უყვარს საკუთარი თავი, ასეთ ადამიანს არ აქვს იდეა. მისი მთავარი იდეა არის საკუთარი თავი, საკუთარი ინტერესები და ოჯახს გაყიდის იმის გამო, რომ მისი ინტერესები იყოს რეალიზებული, – ამის შესახებ „ქართული დასის„ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მან მიხეილ სააკაშვილის რუსულ კონტაქტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 2004 წელს, საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანასთან ერთად, სააკაშვილსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის კულუარული შეთანხმება გაფორმდა.
„იყო კულუარული შეთანხმება რუსეთის პრეზიდენტსა და სააკაშვილს შორის, რომ ჯარების გაყვანის სანაცვლოდ აქ შექმნილიყო ე.წ. ანტიტერორისტული ცენტრი. თავიდან იყო 1 500-კაციან შემადგენლობაზე საუბარი, მაგრამ მერე მოლაპარაკების შედეგად 600-700 კაცამდე შემცირდა. შემდგომში „გადააგდო“ მიშამ პუტინი. იმის მერე გაფუჭდა ეს ურთიერთობები“, – განაცხადა ბაღათურიამ.