,, ჩვენი ქვეყანა არანაკლები არის და აქ შემოვიყვანოთ ევროპელები” – სალომე ზურაბიშვილი

May 9, 22:56
0
135

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა;

 

„ჩვენ ბევრი გვაქვს საერთო ევროპასთან, მაგრამ ჩვენი ქვეყანა არანაკლები არის და აქ შემოვიყვანოთ ევროპელები. აქ გვაქვს გამოხატულება სწორედ იმ შავი ზღვის, რომლის ნაწილი ვართ ჩვენ და რომელიც დღეს უკვე და ხვალ, იქნება საქართველოს და ევროპის გამაერთიანებელი. ის შავი ზღვა, რომელიც ჩვენ გვაშორებდა მთელი საბჭოთა პერიოდის დროს ევროპას, იყო კედელი, დღეს, უკვე არის ხიდი, რომელსაც შეუძლია, ძალიან ბევრი რამ მოუტანოს არა მხოლოდ საქართველოს, ევროპასაც ძალიან ბევრს მოუტანს და ეს კარგად ესმით, რომ ჩვენი სტრატეგიული ადგილი, ჩვენი სამომავლო როლი, თუ ჩვენ შევძლებთ, რომ ვიყოთ იქ, სადაც საჭირო არის, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თვით ევროპისთვის.

[ევროკავშირი] ეს არის ისტორიაში ერთადერთი ასეთი გაერთიანება ქვეყნების, რომელმაც სრულად შეუნარჩუნა ამ ქვეყნებს თავიანთი იდენტობა და მათ შეუნარჩუნა მშვიდობა. არც ერთ ქვეყანას არ დაესხა თავს ევროპა. ეს არის ნამდვილი, მშვიდობიანი მომავალი, რაც არ უნდა ლაპარაკობდნენ ვიღაცები რაღაც ფრონტებზე, რაც სრულიად გაუგებარი არის. ჩვენი მშვიდობიანი, ჩვენი თავისუფალი მომავალი, არის მათთან ერთად, მაგრამ ჩვენი იდენტობით, ჩვენი ღირებულებებით და ჩვენი განვითარებით, ეს არის მთავარი“

Cesko