ირანმა 4 აზერბაიჯანელი დიპლომატი გააძევა

0
239
20 Views

ირანმა ბაქოს ქმედებების საპასუხოდ 4 აზერბაიჯანელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

თეირანმა ასეთი ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც აპრილში ბაქოდან 4 ირანელი დიპლომატი გააძევეს, რომლებიც ეჭვმიტანილნი იყვნენ იმ საქმიანობაში, რომელიც „არ შეესაბამება დიპლომატიურ სტატუსს“.

ცნობისთვის, 6 აპრილს ირანის ელჩი აზერბაიჯანში ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც მას 4 ირანელი დიპლომატის გაძევების შესახებ აცნობეს.

Cesko