“ცხოვრებამ ბევრჯერ ამიყვანა მაღლა და შემდეგ დამანარცხა, მაგრამ ესეთი კარიერული ვარდნა არასდროს განმიცდია” – ირაკლი ოქრუაშვილი (ფოტო)

March 13, 16:20
0
395

ცხოვრებამ ბევრჯერ ამიყვანა მაღლა და შემდეგ დამანარცხა, მაგრამ ესეთი კარიერული ვარდნა არასდროს განმიცდია. საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროსი ლეიტენანტი ვიყავი და უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგითი გავხდი. არადა ბილეთი რომ გადმომცეს იმ ქალბატონივით გავიფიქრე CV-ში ამას რომ ჩავწერ საკუთარ თავს ფეხზე წამოვუდგები მეთქი, – წერს ყოფილი თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი უკრაინაში საბრძოლველად რამდენიმე დღის წინ ჩავიდა.

„ალბათ ვერ წარმოვიდგენდი, თუ 48 წლის ასაკში საქართველოს თავისუფლებისთვის უკრაინაში ვიბრძოლებდი, თანაც იარაღით ხელში. ვისაც გული გერჩით, თავისუფლების ფასი იცით და მინიმუმ კალაშნიკოვის გამოყენება შეგიძლიათ, ახლა საქართველოს აქ უნდა დაეხმაროთ – უკრაინაში“, – დაწერა ოქრუაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

Cesko