20 Views
იაპონიაში, ისიკავის პრეფექტურაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 6.5 მაგნიტუდა შეადგინა.
ძლიერმა ბიძგებმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაანგრია, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა 20-ზე მეტი კი დაშავდა.
იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ რეგიონში ძლიერი ბიძგების საფრთხე მომავალ კვირასაც გაგრძელდება.