21 Views
ბელარუსმა რუსეთთან საზღვარზე კონტროლი დააწესა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
რუსეთიდან ბელარუსში გადასვლის მსურველებს საზღვარზე პასპორტებს უმოწმებენ. „კონტროლი მხოლოდ შესვლაზე მოქმედებს. ეს ღონისძიება რუსეთთან ვიზების ურთიერთცნობის შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება,“ – განაცხადეს ბელარუსის საზღვრის დაცვის სახელმწიფო კომიტეტში.
ამავე უწყებაში განაცხადეს, რომ საპასპორტო კონტროლი „შემდგომ ბრძანებამდე“ დაწესდა. ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ საზღვარზე უკვე შეიქმნა რიგები.