30 Views
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც კიევი ვაშინგტონის დირექტივით არ მოქმედებს.
„მოსკოვი უპასუხებს კიევს არა ლაპარაკით, არამედ კონკრეტული ქმედებით. კიევის ტერორისტების ქმედებას სათანადოდ ვუპასუხებთ. ჩვენ დიდი მოთმინება გვაქვს“, – განაცხადა ლავროვმა.
ცნობისთვის, 3 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორი უკრაინული დრონი კრემლის ტერიტორიაზე აფეთქდა. რუსეთში მომხდარს ტერაქტი უწოდეს და მასში უკრაინა დაადანაშაულა. კიევი ამ ფაქტთან კავშირს უარყოფს.