20 Views
კიევისთვის თანამედროვე დასავლური იარაღის გაგზავნა და კონტრშეტევის შესახებ მისი იდეების წახალისება კონფლიქტის შემდგომ ესკალაციასა და სისხლისღვრას გამოიწვევს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, დასავლეთის მიერ უკრაინაში იარაღის გაგზავნა „დაუფიქრებელი და უპასუხისმგებლო“ ნაბიჯია.
„მინდა გავაფრთხილო კიევის რეჟიმი და მისი დასავლელი სპონსორები, რომ იმას, რასაც ისინი აპირებენ გარდაუვალი სამწუხარო შედეგების იქნება“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
მისი მტკიცებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვისაა მზად. „ამისგან ვერც კიევი და ვერც დასავლეთი დივიდენდებს ვერ მიიღებს“, – დასძინა გალუზინმა.