ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა იაპონია დასაჯა და საპასუხოდ სანქციებს უწესებს. როგორც მან ტელეგრამის არხზე დაწერა, იაპონიის გადაწყვეტილებამ გააოცა – იაპონიამ პერსონალური სანქციები პირადად მის წინააღმდეგ დააწესა.
მისი თქმით, იაპონური შეზღუდვები არ აშინებს, რადგან ამ ქვეყანაში მას საბანკო ანგარიშები არ გააჩნია.
“ვალდებული ვარ, ზუსტად იგივე საპასუხო ზომები მივიღო. ამიერიდან, იაპონიის ხელმძღვანელობა ჩეჩნეთის მიწაზე ფეხს ვერ დადგამს, გარდა ორი ადგილისა – სოფლების ბრაგუნისა და სამაშკის ფსიქიატრიული საავადმყოფოებისა.
მე არ ვარ მონსტრი, რომ მათ აუცილებელი მკურნალობა მოვაკლო.
მათი მთელი ქონება და საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია, ქონება გაიყიდება, თანხები კი კურილის კუნძულების განვითარების ფონდში გადაიგზავნება, მაგრამ სერიოზულად, იცით, მიმიფურთხებია ნებისმიერი ქვეყნის სანქციებისთვის.
მხოლოდ ერთი რამის მეშინია – უფლის სანქციების ქვეშ მოქცევის! მხოლოდ ალაჰთან ურთიერთობის გაფუჭების მეშინია!”, – წერს კადიროვი