პუტინის ოთხი საბედისწერო შეცდომა, რის გამოც უკრაინაში სასურველ შედეგს ამ დრომდე ვერ მიაღწია – აშშ-ს დაზვერვის კომიტეტი

March 9, 06:38
0
702

აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსნებმა რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე განაცხადეს, რომ ის იმედგაცრუებულია, რომ მისი შეჭრა უკრაინაში ისე არ წარიმართა, როგორც დაგეგმა.

მათი თქმით, მომავალი კვირები იქნება”მახინჯი”, რადგან ის კიდევ უფრო აგრესიულ მიდგომას გამოიჩენეს უკრაინის ხელში ჩაგდების მიზნით. ამ ინფორმაციას foxnews-ი ავრცელებს. 

წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის მოსმენისას, ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ავრილ ჰეინსმა თქვა, რომ პუტინი არ ელოდა აშშ-ისა და ევროპელი მოკავშირეებისგან ისეთ რეაგირებას, როგორც მათ სანქციებით უპასუხეს და არ ელოდა, რომ კერძო კომპანიები რუსეთში ბიზნესოპერირებას შეწყვეტდნენ.

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომელი ბილ ბარნსი კი ომში პუტინის ოთხ საბედისწერო შეცდომას ასახელებს, რომლის გამოც უკრაინაში მან „ხელსაყრელი შედეგის“ მიღწევა ვერ შეეძლო:

  1. უკრაინა იყო სუსტი და ადვილად დასამორჩილებელი;
  2. ევროპელები, განსაკუთრებით ფრანგები და გერმანელები, რისკზე ვერ წავიდოდნენ;
  3. რუსეთს ჰქონდა სანქციებისადმი მდგრადი ეკონომიკა და დიდი უცხოური რეზერვები;
  4. რუსეთს მოდერნიზებული არმია ჰყავდა და შეეძლო სწრაფად, მინიმალური დანაკარგებით მოეპოვებინა გამარჯვება.
Cesko