dpa: მერკელის წარმომადგენლის განცხადებით, ყოფილი კანცლერი რუსეთის მიმართ თავის პოლიტიკაზე კომენტარს არ გააკეთებს

April 11, 21:43
0
528

გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის წარმომადგენლის განცხადებით, ყოფილი კანცლერი რუსეთის მიმართ თავის პოლიტიკაზე კომენტარს არ გააკეთებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო dpa ავრცელებს.

ანგელა მერკელის წარმომადგენლის თქმით, ყოფილი კანცლერი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი განცხადებების გაკეთებას არ გეგმავს.

მანამდე „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, იოჰან ვადეფულმა იმედი გამოთქვა, რომ ანგელა მერკელი ახსნა-განმარტებას უზრუნველყოფდა რუსეთის მიმართ გატარებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით.

4 აპრილს, ანგელა მერკელმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უპასუხა და განაცხადა, რომ 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე MAP-თან დაკავშირებით თავის გადაწყვეტილებას სწორად მიიჩნევს.

3 აპრილს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანგელა მერკელი და ნიკოლა სარკოზი ბუჩაში მიიწვია, რათა მათ დაენახათ, რა მოჰყვა 14 წლის განმავლობაში რუსეთის მიმართ დათმობების პოლიტიკას. მისი თქმით, 2008 წელს ზოგიერთ დასავლელ პოლიტიკოსს რუსეთის მიმართ აბსურდული შიში ჰქონდა.

Cesko