სურსათი და სასმელები გაიაფდა – საქსტატი

0
282
24 Views

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 2.7 პროცენტი შეადგინა. 2023 წლის აპრილში კი, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე -0.7 პროცენტია.

სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება 2023 წლის მარტის თვესთან შედარებით ასეთია:

✅ სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – -2.1

✅ ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 0.2

✅ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – 2.1

✅ საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი – -0.3

✅ ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა – -1.1

✅ ჯანმრთელობის დაცვა – 0.9

✅ ტრანსპორტი – -2.0

✅ კავშირგაბმულობა – 0.1

✅ დასვენება, გართობა და კულტურა – 0.0

✅ განათლება – 0.0

✅ სასტუმროები, კაფეები და რესტორნები – 0.6

✅ სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 1.4

Cesko