ფინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები განიხილავენ ორმხრივ შეთანხმებას, რომლის მიხედვით ამერიკულ ჯარს ფინური სამხედრო ბაზების გამოყენების უფლება მიეცემა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.
შეთახმების მიხედვით, რომელიც ახლა განიხილება, აშშ-ის ფინეთის ტერიტორიაზე სამხედროების, შეიარაღების განთავსება და ინფრასტრუქტურის აშენებას შეძლებს. ასევე გამორიცხული არ არის, რომ ამერიკას ახალი სამხედრო ბაზების მშენებლობის უფლება მიეცეს.
საუბარი მიდის შეთანხმებაზე, რომელიც აშშ-ს სხვა ქვეყნებთან აქვთ გაფორმებული. ასე, მაგალითად, ამერიკელი სამხედროები ოსლოს მახლობლად მდებარე აეროდრომს იყენებენ და ინფრასტრუქტურაში 170 მლნ აშშ დოლარი დახარჯეს.
ცნობისთვის, ფინეთი ნატოს წევრი ოფიციალურად 4 აპრილს გახდა. ამჟამად კონსულტაციები მიდის ალიანსში შვედეთის გაწევრიანების საკითხზეც.