უკრაინის პარლამენტის დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს ახლო ნათესავები, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისების გამო დააკავეს, – ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იუწყება.
უწყების ინფორმაციით, ოდესის საოლქო საბჭოს დეპუტატი მეუღლესთან ერთად, რომელიც ალექსეი გონჩარენკოს ბიძაშვილია, ცდილობდა ფოსტის შენობის მითვისებას და 280 ჰექტარი მიწის მისაკუთრებას. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ წყვილს საკუთრების უფლების შესახებ დოკუმენტები, ნოტარიუსის მეშვეობით ჰქონდა გაყალბებული, ხოლო შემდეგ მათ სახელმწიფო ქონება, საკუთარ ფირმას გადასცეს. საუბარია ათობით მილიონი გრივნის ღირებულების ქონებაზე. საკურორტო სოფელში მდებარე ფოსტის შენობები და მიმდებარე ტერიტორია, სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნდა.
ფაქტს უკვე გამოეხმაურა თავად ალექსეი გონჩარენკო და უკრაინის პრეზიდენტის ოფისი, ნათესავების გამოყენებით, ზეწოლაში დაადანაშაულა.