“რუსეთმა არაერთხელ მისცა სატანისტების დაჯგუფებას გონს მოსვლის შანსი” – რამზან კადიროვი უკრაინის ხელმძღვანელობაზე

0
415
26 Views

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი სოციალურ ქსელში უკრაინის ხელისუფლებას აკრიტიკებს.

“ძალიან დიდ ხანს ვაფრთხილებდით კიევში დასახლებულ კრიმინალურ ხელმძღვანელობას, რომ ჯერ კიდევ არ მიგვიღია კონკრეტული ზომები სპეციალური სამხედრო ოპერაციის. რუსეთმა არაერთხელ მისცა სატანისტების დაჯგუფებას გონს მოსვლის შანსი. მაგრამ არ მოგვისმინეს. ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნება. პირობებს ჩვენ ვუკარნახებთ“, – წერს კადიროვი ტელეგრამის არხზე.

მან ასევე ისაუბრა არტემოვსკის მიმართულებით მოკავშირეთა „ძალების წარმატებებზე“.

“მოკავშირეთა ძალები სისტემატურად იკავებენ ახალ ტერიტორიებს და თავდაჯერებულად მიიწევენ წინ. და ეს იმის მიუხედავად, რომ ნაცისტებმა უზარმაზარი რესურსები დახარჯეს ამ დასაყრდენის დასაკავებლად. შესანიშნავი წარმატებებია სოლედარსა და იაკოვლევკაში, სადაც ინიციატივა ასევე მთლიანად ჩვენს მხარესაა“, – დასძინა კადიროვმა.

Cesko