პუტინმა 4 რეგიონში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

0
399
20 Views

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონეცკის, ლუგანკის,  ხერსონისა და ზაპორიჟიეს ოლქებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, ამის შესახებ მან უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

“შეგახსენებთ, რომ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკაში, ასევე, ხერსონისა და ზაპორიჟიეს ოლქებში, მათი რუსეთის შემადგენლობაში შესვლამდე მოქმედებდა საომარი მდგომარეობა.

ახლაც ჩვენთვის აუცილებელია ამ რეჟიმის დაწესება, უკვე რუსული კანონმდებლობის ჩარჩოში. ამიტომ, მოვაწერე ხელი გადაწყვეტილებას საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ რუსეთის ფედერაციის ამ 4 სუბიექტში,” – განაცხადა პუტინმა.

Cesko