ისრაელი უკრაინას იარაღს არ გაუგზავნის – ბენ განცი

0
447
31 Views

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ბენი განცი აცხადებს, რომ ისრაელი არ გაუგზავნის იარაღს უკრაინას, მაგრამ ამბობს, რომ იერუსალიმს შეუძლია, შექმნას სამოქალაქო ადრეული გაფრთხილების სისტემა, რათა უკრაინა გააფრთხილოს შემომავალი დარტყმების შესახებ, როგორიც ისრაელშია გამოყენებული.

„ისრაელი ახორციელებს უკრაინის მხარდაჭერის პოლიტიკას ჰუმანიტარული დახმარებით, სიცოცხლის გადარჩენის სისტემებითა და თავდაცვითი აღჭურვილობით, თუმცა მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ისრაელი არ გადასცემს უკრაინას შეიარაღების სისტემებს სხვადასხვა ოპერატიული მოსაზრებების გამო. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ჩვენი შეზღუდვების ფარგლებში, როგორც ამას ვაკეთებდით აქამდე. დახმარების გაფართოებისა და სამაშველო აღჭურვილობის მიწოდების ფარგლებში, უკრაინის წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ, ჩვენ მივმართეთ მათ მონაცემებისთვის, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, დაგვეხმაროს ისეთი ჭკვიანი განგაშის სისტემის მშენებლობასა და მიწოდებაში, როგორიც არის ისრაელში საჰაერო და სხვა საფრთხეების წინააღმდეგ“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

Cesko