რას აცხადებს ზურაბ ჟვანიას მეუღლე სააკაშვილსა და სანდრასთან ურთიერთობაზე

0
8106
23 Views

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ზუ­რაბ ჟვა­ნიას მე­უღ­ლე, ფსი­ქო­ლო­გი ნინო ჟვა­ნია სან­დრა რუ­ლოვსთან და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან მე­გობ­რო­ბის პე­რი­ოდს იხ­სე­ნებს. ჟვა­ნია ყვე­ბა, რომ ახალ­გაზ­რდა პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ოჯა­ხე­ბით გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ…

“სა­ა­კაშ­ვი­ლი ერ­თა­დერ­თი არ იყო, ვინც ზუ­რას მეშ­ვე­ო­ბით მოხ­ვდა პარ­ლა­მენ­ტში. ზურა ყვე­ლა ნი­ჭი­ერ ადა­მი­ან­თან სა­უბ­რობ­და. ყვე­ლა პო­ტენ­ცი­უ­რად სა­ინ­ტე­რე­სო სუ­ბი­ექ­ტი უნ­დო­და, რომ ჩარ­თუ­ლი­ყო პო­ლი­ტი­კა­ში. მი­შაც ასე მოხ­ვდა პარ­ლა­მენ­ტში…

ვმე­გობ­რობ­დით კი­დეც, მა­შინ წყნეთ­ში ვცხოვ­რობ­დით, წყნეთ­ში იყო სი­ნათ­ლე. სან­დრა და ედუ­არ­დი დიდი პე­რი­ო­დი ჩვენ­თან ცხოვ­რობ­დნენ, რომ შეგ­ვემ­სუ­ბუ­ქე­ბი­ნა მათ­თვი­საც ცხოვ­რე­ბა. საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო, ჩვენ ზედ­მე­ტი არა­ფე­რი გვქონ­და. ეს პრინ­ცი­პი ზუ­რამ ბო­ლომ­დე და­იც­ვა. თა­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მო­მენ­ტამ­დე…

დავ­რჩი მე მარ­ტო სამი ბავ­შვით, არც სახ­ლი გვქონ­და, არც – ფული. ეს სი­სუფ­თა­ვე ბო­ლომ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნა. ეს იყო მისი სიძ­ლი­ე­რე. მის­თვის ეს იყო პრინ­ცი­პუ­ლი სა­კი­თხი. მა­შინ მიშა და სან­დრაც ასე ფიქ­რობ­დნენ, ხელ­მოკ­ლედ ვი­ყა­ვით, ერ­თმა­ნეთს ვეხ­მა­რე­ბო­დით.

იდე­უ­რა­დაც და სო­ცი­ა­ლუ­რა­დაც ერთ ფე­ნას წარ­მო­ვად­გენ­დით, ერთი ინ­ტე­რე­სი გვქონ­და, ერთ წიგ­ნებს ვკი­თხუ­ლობ­დით. სა­ლა­პა­რა­კო ყო­ველ­თვის გვქონ­და. მეც ვი­ყა­ვი ჩა­სუ­ლი მათ­თან ჰო­ლან­დი­ა­ში. თა­ვი­დან სხვა მო­ცე­მუ­ლო­ბა იყო, ჩვენ ვი­ყა­ვით ახალ­გაზ­რდა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მე­უღ­ლე­ე­ბი. მახ­სოვს, ჰო­ლან­დი­ა­ში რომ ჩა­ვე­დით, მე ქუ­თა­ი­სის სამ­კერ­ვა­ლო­ში შე­კე­რი­ლი პალ­ტო მეც­ვა და სან­დრას მი­შას პალ­ტო ეცვა. გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ქვეყ­ნი­დან ვი­ყა­ვით. გვინ­დო­და, რომ პალ­ტო გვე­ყი­და… მახ­სოვს, მა­ღა­ზი­ა­ში გამ­ყიდ­ვე­ლი ცდი­ლობ­და, ჩვენ­სა და პალ­ტო­ებს შო­რის დის­ტან­ცია და­ეც­ვა, რომ ხელი არ მოგ­ვე­კი­და…” – ამბობს ნინო ჟვა­ნია იაგო ხვი­ჩი­ას სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა­ში “სა­ქარ­თვე­ლოს და­ბა­დე­ბა”.

Cesko