87 წლის ალენ დელონმა სიკვდილი გადაიფიქრა და ახალ ცხოვრებას იწყებს – მსახიობი კიდევ ერთხელ ქორწინდება, შვილები კი სასამართლოში ჩივიან

0
4465
20 Views

ალენ დელონმა სიცოცხლესთან გამოთხოვება გადაიფიქრა, რადგან დაქორწინებას აპირებს. მისი აღშფოთებული შვილები კი სასამართლოში ჩივიან.

ალენ დელონის უფროსმა ვაჟმა პოლიციაში საჩივარი შეიტანა და მამის საყვარელი ძალადობაში დაადანაშაულა. მისი შეფასებით, ქალმა ალენის მთელი ცხოვრება ხელში ჩაიგდო.

ერთ დროს ქალების გულთამპყრობელმა, 87 წლის ალენ დელონმა, გასული წლის მარტში საქვეყნოდ განაცხადა, რომ დაიღალა გაუთავებელი ტკივილითა და მარტოობით და ევთანაზიის დახმარებით სიკვდილს გეგმავდა.

მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, მსახიობის გეგმები შეიცვალა. ახლახან ცნობილი გახდა, რომ ცნობილი მსახიობი დაქორწინებას აპირებს. ბევრს გაუჩნდა კითხვა – ნებაყოფლობით დგამს ამ ნაბიჯს?

ალენის ახალი გატაცება მედდა ჰირომ როლანია – მსახიობის ოჯახმა ის ორი წლის წინ მის მომვლელად დაიქირავა. დელონის შვილები დაბნეულნი არიან – არ სჯერათ, რომ მათ შორის რომანტიკული გრძნობები გაჩნდა. მათი აზრით, ქალის ერთადერთი მოტივი მრავალმილიონიანი მემკვიდრეობაა.

 

წყარო: elnews.ge

Cesko