დიდი ცვლილებები სამეფოში – ახალ დედოფალს, კამილას, სურს, დაასრულოს ერთ-ერთი უძველესი სამეფო ტრადიცია

0
355
20 Views

ახლა, როდესაც კამილა პარკერ-ბოულსმა მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა ჰერცოგინიიდან ინგლისის ახალ დედოფლამდე, ის გარკვეულ უპირატესობას იძენს და ცდილობს, საკუთარი შტრიხები შემატოს სამეფოს. ერთ-ერთი სამეფო ტრადიციის მიხედვით, დედოფალს უნდა ჰყავდეს მოახლეები, ანუ ქალთა ჯგუფი, რომელიც სულ თან ახლავს მას, იქნება ეს მოგზაურობა საზღვარგარეთ, დახმარება ოფიციალური წერილების გაგზავნაში თუ სხვ. მიუხედავად იმისა, რომ დედოფალ ელიზაბეტ II-ს მთელი თავისი 70-წლიანი მეფობის განმავლობაში ეს ტრადიცია არ დაურღვევია, დედოფალ კამილას სურს, დაასრულოს ეს მოძველებული ტრადიცია.

Daily Mail-ი იტყობინება, რომ კამილა “არ

დაიქირავებს მოახლე ქალების ჯგუფს” და ამის ნაცვლად მიმართავს თავის რეგულარულ პერსონალს, მათ შორის, პირად მდივნებს. „როდესაც ის დაქორწინდა და პირველად გახსნა საკუთარი ოფისი, მან დაიქირავა ორი ბრწყინვალე პირადი ასისტენტი, ამანდა მაკმანუსი და ჯოი კამი. ისინი არა მხოლოდ აწყობენ მის ყველა ღონისძიებას და პროექტს, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედებენ მის მაგივრადაც, თან მიჰყვებიან მას ოფიციალურ ღონისძიებებზე, აგროვებენ ყვავილების თაიგულებს და ასრულებენ სხვა მსგავს დავალებებს. გარდა ამისა, მას ჰყავს ბევრი კარგი, ძალიან კარგი მეგობარი და ნაცნობი, რომელთაც შეუძლია დახმარება სთხოვოს საჭიროების შემთხვევაში. დედოფალს მიაჩნია, რომ ეს მიდგომა უფრო ემთხვევა თანამედროვეობას“.

Cesko