„აზოვის“ მეთაურის მოადგილე უარყოფს არესტოვიჩის განცხადებას, რომ ოკუპანტები „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან განდევნეს და აცხადებს, რომ სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს – UNIAN

0
714
58 Views

„აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა უარყო უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადება, რომ რუსული ძალები „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან განდევნეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა UNIAN-ი ავრცელებს.

სვიატოსლავ პალამარის თქმით, რუსი ოკუპანტები კვლავ იმყოფებიან „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, სადაც სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.

„კიდევ ერთხელ: არავის არავინ განუდევნია. რუსები ქარხნის ტერიტორიაზე არიან. მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლა“, – განაცხადა „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ.

4 მაისს, უკრაინის პარლამენტში ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ დაადასტურა, რომ რუსი ოკუპანტები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე იმყოფებიან.

Cesko