რაც ღარიბაშვილმა განაცხადა ვარშავაში, სიყალბეა – აკო მინაშვილი

0
800
55 Views

პრემიერ ღარიბაშვილს რომელიც ვარშავაში იმყოფება, სადაც დღეს სიტყვით გამოვიდა, ოპონენტები შეცვლილ რიტორიკას უწუნებენ.  პრემიერმა მსოფლიო ლიდერებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის მხარდასაჭერად ყველაფერი გააკეთა, ,,ოცნების” სოლიდარობა ომში მყოფი ქვეყნის მიმართ კი უპირობოა.

,ოცნების” პოლიტიკის მთავარი მიმართულება რუსეთის მხარეს ყოფნაა, მათ შორის, ყველა მექანიზმია გამოყენებული სანქციების ასარიდებლად. ვნახეთ ის, რომ ,,ოცნება” თავისი მოქმედებებით ეხმარება რუსულ კომპანიებს, რომლებიც იარაღს აწარმოებენ, შემდეგ კი უკრაინაში გენოციდს აწყობენ. ამიტომაც ის სიტყვები, რაც ღარიბაშვილმა განაცხადა ვარშავაში, ყველასთვის ცხადია, რომ სიყალბეა. ცხადია, იმ გარემოში, მსოფლიო ლიდერებთან, ღარიბაშვილი იძულებული გახდა, ტყუილი ეთქვა.- განაცხადა ,,ენმ”-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, აკო მინაშვილმა.

Cesko