დავით ქართველიშვილი კელი დეგნანს: თუ ფიქრობთ, რომ თქვენ ამ უსამართლობას ხალხი ვერ ხედავს, ძალიან მწარედ სცდებით

0
733
53 Views

ქალბატონო ელჩო, ბოლო დროს ისეთი აღქმა გაჩნდა ჩვენ ქვეყანაში, რომ რასაც ამბობ, აპრიორი სიმართლეა, მაგრამ პირდაპირ მინდა გითხრა, რომ ძალიან მწარედ სცდები და თან ისეთ საკითხში, სადაც არანაირი დიპლომატია არ არის საჭირო. როდესაც ამ ფრაზას ამბობდი, მაინტერესებს რომელ თავდასხმას გულისხმობდი? ვინ დაესხა თავს საქართველოდან უკრაინას?, – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ამერიკის ელჩის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

როგორც ქართველიშვილი წერს, თუ ფიქრობთ, რომ თქვენ ამ უსამართლობას ხალხი ვერ ხედავს, ძალიან მწარედ სცდებით.

,,ქალბატონო ელჩო, ბოლო დროს ისეთი აღქმა გაჩნდა ჩვენ ქვეყანაში, რომ რასაც ამბობ, აპრიორი სიმართლეა, მაგრამ პირდაპირ მინდა გითხრა, რომ ძალიან მწარედ სცდები და თან ისეთ საკითხში, სადაც არანაირი დიპლომატია არ არის საჭირო. როდესაც ამ ფრაზას ამბობდი, მაინტერესებს რომელ თავდასხმას გულისხმობდი? ვინ დაესხა თავს საქართველოდან უკრაინას? ან იმ ჟურნალისტებს მინდა მივმართო, ვინც ამას უსმენდა -კითხვა არ გაგიჩნდათ, რომელი ქართველი პოლიტიკოსი დაესხა თავს უკრაინელ კოლეგას? თუ ფიქრობთ, რომ თქვენ ამ უსამართლობას ხალხი ვერ ხედავს, ძალიან მწარედ სცდებით.” წერს ქართველიშვილი Facebook -ზე.

Cesko