ბიძინა ივანიშვილისგან მთელი ამ წლების განმავლობაში არცერთი თეთრი არ აგვიღია – ირაკლი კობახიძე

0
473
28 Views

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერისგან, ბიძინა ივანიშვილსგან „ქართულ ოცნებას“ წლებია ერთი თეთრიც კი არ აუღია.

„არცერთი თეთრით მას {ბიძინა ივანიშვილს} არც პარტია და არც რომელიმე პოლიტიკოსი თუ რომელიმე სხვა სუბიექტი არ დაუფინანსებია. ეს რომ ასე არ იყოს, გამოჩნდებოდა. ჩვენ არც ვიღებთ და არც გვჭირდება ფინანსური რესურსები. აქედან გამომდინარე, გაუგებარია რა შეიძლება იგულისხმებოდეს ამ გავლენაში. სინამდვილეში, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი პარტია და მთლიანი პოლიტიკური ძალა არის თვითკმარი დაფინანსების კუთხით. საარჩევნო და არასაარჩევნო პერიოდში ჩვენ გვაქვს საკმარისი კერძო დაფინანსება შემოწირულობების სახით, რომელიც არის მთლიანად საკმარისი როგორც არჩევნების, ასევე, მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად. და მეორე, დავუშვათ სატელეფონო კომუნიკაცია ხდება კიდეც, უბრალოდ წარმოვიდგინოთ. თუ ისინი ამას ოლიგარქიულ ჩარევას და გავლენას ეძახიან, ეს ღიმილის მომგვრელია. ბიძინა ივანიშვილმა მადლობა უნდა გადაუხადოს თითოეულ ამ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს იმისათვის, რომ ის იქნა აღიარებული, როგორც გენიოსი. ადამიანი, რომელიც თვეში ერთხელ, სამ თვეში ერთხელ ურეკავს ან პრემიერს ან პარტიის თავმჯდომარეს და სატელეფონო ზარებით ახერხებს იმას, რომ მთელ სახელმწიფოს აკონტროლებს და მართავს, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ სასაცილოა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

Cesko