თეა წულუკიანი: ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის არის საქმის მკეთებელი კაცი, რომელმაც გადაარჩინა არაერთი დარგი და სფერო

0
487
28 Views

ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის არის საქმის მკეთებელი კაცი, რომელმაც გადაარჩინა არაერთი დარგი, არაერთი სფერო, სული ჩაჰბერა არაერთ რეფორმას, მათ შორის, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო სათავეში, მათ შორის, როდესაც შევარდნაძე იყო ხელისუფლების სათავეში, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი ხელისუფლების დროს ბიძინა ივანიშვილი ეხმარებოდა ქართულ საქმეს, განურჩევლად იმისა, ვინ იყო ხელისუფლებაში.

„როდესაც მიხვდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე ხალხის წინააღმდეგ მუშაობდა, მან ეს დახმარება შეწყვიტა. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტებია, მაგრამ გააგრძელა ძეგლების გადარჩენა, თეატრების აღდგენა, სპორტის დახმარება და ახლა უკვე კულტურისა და სპორტის მინისტრის რანგში შემიძლია სხვა ჭრილში შევაფასო ის დიდი საქმეები, რაც მას აქვს ნაკეთები და ეს არის ძალიან დიდი საქმე, რასაც სახელმწიფო თავისი სახსრებით კიდევ 30 და 40 წელი ვერ გააკეთებდა. აი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ასეთი ივანიშვილი ვიღაცას უშლის ხელს, სულ ეს ხდება, თორემ ბიძინა ივანიშვილს რომ მთავრობაზე, სპორტის მინისტრზე ან კიდევ პრემიერზე აქვს გავლენა, ეს არის გამოგონილი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Cesko