“ბიძინას სანქციებს თუ დაუწესებენ, პირველი ადამიანი გახდება რომელსაც ევროკავშირი საქართველოს ერთგულებისთვის დაუწესებს სანქციებს”

0
425
39 Views

ბიძინას სანქციებს თუ დაუწესებენ, პირველი ადამიანი გახდება რომელსაც ევროკავშირი საქართველოს ერთგულებისთვის დაუწესებს სანქციებს. ამის შემდეგ ქართველი ხალხი დაეჭვდება რამდენად სამართლიანი იყო დასავლეთი მანამდე, როდესაც სხვებს უწესებდა სანქციებს.

ქართველი ერის თვალში დასავლეთი დაკარგავს ნდობას და სამართლიანი არბიტრის სახეს. ნახევარი საუკუნის განმავლობაში საქართველო დასავლეთს ღირებულებებთან აიგივებდა. დასავლეთი გვაძლევდა ოპტიკას რომლითაც უნდა დაგვენახა პოლიტიკური პროცესები, გაგვეზიარებინა შეხედულებები რომლებიც მათ ინტერესებში იყო.

ქართველისთვის დღეს დასავლეთი ღირებულებების ნაცვლად ასოცირდება ცინიზმთან, ეგოიზმთან და გეოპოლიტიკურ ინტერესებთან. დღეს ხდება გააზრება იმის, რომ პარტნიორებად კი არ გვთვლიან არამედ ბიოლოგიურ მასად. მოგვიწოდებენ ჩვენთვის საზიანო რადიკალური მოქმედებისკენ, რომ მერე ჩვენ ხარჯზე უფრო იაფად იყიდონ ნავთობი და გაზი.
ქართველმა ხალხმა მხოლოდ დღეს გაიგო ის რაც კარგად იცის სამხრეთ ამერიკამ, ირანმა, აფრიკამ, ჩინეთმა და ინდოეთმა. რადგან არ გვქონდა დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების გამოცდილება ჩვენ გვაკლდა ეს ცოდნა. გულუბრყვილო ადამიანებს დღესაც უკვირთ თუ რატომ არ უნდა დასავლეთს ჩვენი მოსმენა და არ აინტერესებს ჩვენი არგუმენტები. მალე აღარ გაგვიკვირდება ის ფაქტი რომ მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობა სხვანაირად აფასებს მიმდინარე მოვლენებს, უბრალოდ საინფორმაციო სივრცის დახშულობის გამო მათი ხმა არ აღწევს ჩვენამდე, ისევე როგორც არ აღწევს ჩვენი ხმა.

? გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი – ლევან ჭოტორლიშვილი

Cesko