„ნაცმოძრაობას“ დიდი ხანია, დავარქვი სექტა – რადგან მათ პარტიულ მუშაობასთან არანაირი კავშირი არ აქვთ – გიგლა ბარამიძე

0
270
22 Views

ის სისტემა, რომელიც კეზერაშვილმა საქართველოდან წასულმა შექმნა, კიდევ ერთხელ, მაჩვენებელია იმის, რომ ნაციონალური სექტა იყო კორუმპირებული პოლიტიკური ძალა, რომელსაც ერთხელ და სამუდამოდ ბეჭედი უნდა დაესვას, – ამის შესახებ პროფესორმა, დიპლომატმა, გიგლა ბარამიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი ხანია, დავარქვი სექტა – „ნაცხრისტები“ თუ რაც გინდათ ის ვთქვათ, რადგან მათ პარტიულ მუშაობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ესენი არიან რევანშისტულად დაყოფილი ჯგუფები და მათი წარმომადგენლები, რომლებმაც საქართველო გაძარცვეს, მილიონები და მილიარდები მოიპარეს, ნაწილი აქაა, ნაწილი ვითომ, ციხეში (სააკაშვილს ვგულისხმობ) და ნაწილი ადეიშვილისა და კეზერაშვილის სახით ატრიალებენ იმ საქმეებს იქ, რაც მათ საქართველოში დაატრიალეს“, – განაცხადა ბარამიძემ.

მისივე თქმით, დავით კეზერაშვილი „ქოლცენტრების“ საქმიდან პოლიტიკურად და იურიდიულად თავს ვერ დაიძვრენს. მისივე განცხადებით, ევროპელი პენსიონერების ბედი ჩვენ გვაწუხებს, თუმცა უფრო მეტად შემაწუხებელია, რომ კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრად ყოფნის დროს საქართველოს ჯარს უღალატა – შეიძინეს იარაღი, რომელიც უსარგებლო იყო.

„ის სისტემა, რომელიც მან საქართველოდან წასულმა შექმნა, კიდევ ერთხელ, მაჩვენებელია იმის, რომ ნაციონალური სექტა იყო კორუმპირებული პოლიტიკური ძალა, რომელსაც ერთხელ და სამუდამოდ ბეჭედი უნდა დაესვას.

BBC-საც რომ თავი დავანებოთ, ევროპაში კონტაქტები გვაქვს და იქ აღშფოთებული არიან. მაგალითად, ლონდონში ბევრი კითხვას უსვამდა ხელისუფლებას, საიდან აქვს მას 18 მლნ ფუნტი სტერლინგი? როგორ მიეცით კაცს, რომელზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული საქართველოში, ქონების შესყიდვის უფლება? ეს დუღილი იქაც მიდის და ამიტომ იყო, დაკრა ფეხი და გავარდა კვიპროსში. არ არის გამორიცხული, რომ კვიპროსიდან კიდევ სხვა ქვეყანაში წავიდეს“, – განაცხადა ბარამიძემ.

 

Cesko