– შეიძლება, რუსეთმა პოლონეთს დაარტყას?
– ყველაზე მეტი შესაძლებლობაა მისთვის ეს, რომ როგორმე ნატო ჩაითრიოს ომში, ბოლოს წაგება ასე რომ გააფორმოს. თუ ვინმე გაბრაზებთ და არ მოგყვებათ ჩხუბში, ბოლოს ერთადერთი გზაა, ფიზიკურად შეეხოთ, რომ მერე მინიმუმ პასუხი გაგცეთ.
– თუ ხედავთ რამე ტიპის მზადებას სამხედრო მზადებას უსაფრთხოების კუთხით? ჩვენ ვერ ვხედავთ ასე ღიად და იქნებ თქვენ თქვენი კავშირებით რამე იცით?
-ერთი რაც ზუსტად ვიცი, ვიცი, საქართველოს სამხედრო ძალების მოტივაცია! სხვა არაფერი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ ქვეყანა ამ წუთში ცდილობს უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღებას. მინიმუმ. როდესაც ნომერ მესამე სავაჭრო პარტნიორია ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი ქვეყანა, რომელიც სანქციების ქვეშაა და არაერთი სულელური რაღაცები მოხდა უკრაინის ომის დაწყებიდან ერთ კვირაში, საქართველოში შაქარი გათავდა და ფქვილი გათავდა… იარაღს და შეიარაღებას რომ თავი დავანებოთ, ქვეყანაში, რომელიც 100 პროცენტით დამოკიდებულია რუსულ ხორბალზე, ვინმემ იცის, რამდენი თვის მარაგი გვაქვს? უსაფრთხოებისთვის მზადება მარტო იმას კი არ ნიშნავს, რომ თხრილები უნდა ამოთხარო და ქვიშიანი ტომრები დააწყო, სტრატეგიული მარაგები უნდა გქონდეს, არავინ ამას არ აკეთებს, ამ კითხვაზე ღიზიანდებიან. ჩვენ გვყავს მოწინააღმდეგე ქვეყანა, რომელსაც არ აინტერესებს, პირდაპირ გეუბნებით, მასთან დაპირისპირებას თავიდან ვერ ავიცილებთ, ჯანდაბას, ჩვენ ვერ ავიცილეთ და უკრაინამ რატომ ვერ აიცილა? იმიტომ, რომ მათ არ აინტერესებთ არაფერი, თუ გადაწყვეტილება მიღებულია ეს უნდა გააკეთოს, არცერთი ხერხი არ გიშველის. ერთადერთი ხერხი ისაა, რომ თავი უკეთესად უნდა დაიცვა.
უკრაინას თავს ისეთი ქვეყანა დაესხა, რომელიც ბირთვული იარაღის დათმობის დროს, გარანტად დაუდგა. შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და რუსეთმა ამ არსენალის განადგურებაზე ხელი მოაწერეს, მთელმა მსოფლიომ ნახა და უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი მერე თავს დაესხა. ამის შემდეგ, მივიდა და საქართველოს ზომის ტერიტორია ისე ჩამოაჭრა, რომ ერთი ტყვია არ გაუსვრია. ანექსია მოახდინა. ამის მერე მივიდა და კიდევ ორი დიდი ხვრელი გაუჩინა ტერიტორიაზე. ამაზეც მზად იყო უკრაინა, როდესაც სცნო ესენი რესპუბლიკებად, მაშინაც კი თქვეს, რომ თუ არ შეეხება შეპირაპირების ხაზებს, კიდევ არ ამოვიღებთ ხმასო და საპასუხოდ მიიღეს, თურმე, ახალი კონსტიტუცია დაუწერია ლუგანსკს და დონეცკს და უკვე სხვა ტერიტორიები უნდა. მიხვდით, რაშია საქმე? რომ იძახიან – ვერ აიცილეს თავიდან ეს ყველაფერი 2008-ში, ვერ ავიცილებდით, იმიტომ, რომ მათ მოქმედებაში ლოგიკა არ არსებობს. ეს დადასტურდა, თუ გადაწყვეტენ, არც კაპიტულაცია არ გიშველის. ამიტომ, რჩევას მივცემდი ხელისუფლებას, ამ ტყუილს ნუ ჩამოეკიდებიან, ეს არის საპნის ბუშტი, რომელიც ერთ წუთში მათ წინ გასკდება. ეს უკვე გავლილი და იურიდიულად დამოწმებული პრეცენდენტებია. მსოფლიომაც აღიარა, რომ ამის თავიდან აცილება გამორიცხულია, ეს ხალხი მოდის და იპყრობს. რამოდენიმე ეტაპია უკრაინასთან მოლაპარაკების და ვაკვირდები, რაზე უნდა მოელაპარაკოს უკრაინამ, მე არ ვიცი. უკრაინა უარს ვერ იტყვის მოლაპარაკებაზე იმიტომ, რომ ცივილიზებული სამყაროს თვალში ისეთ ერს არ უნდა წარმოადგენდე, რომელიც მშვიდობისთვის ნებისმიერ ნაბიჯს არ გადადგამს, თორემ რაზე უნდა მოელაპარაკონ? მარიუპოლზე რომ არ ვთქვა რამდენიმე სიტყვა არ შემიძლია, ის რომ დღემდე ვერ აიღეს, ეს არის უკრაინული თავგანწირვის მაგალითი. ერთადერთი ამ ურდოს სჭირდება ის, რომ თუნდაც ერთი ქალაქი მაინც დაიპყროს… უკრაინელები დაიბრუნებენ ამ ქალაქის ნანგრევებს, დარწმუნებული ვარ. მარიუპოლში სამოქალაქო პირები რომ არ ყოფილიყვნენ, აზოვის მებრძოლებს შეიძლება ნახევარი ტერიტორია ჩაეგდოთ ხელში, მაგრამ ვხედავთ, რა სახის ომის დანაშაულს ჩადიოდა რუსეთი. მათ უნდათ, ვიღაცას მერე რაღაც მოუყვნენ – ვერ აიღეს ხარკოვი, ბერდიანსკი, ვერ აიღეს ხერსონი, კიევზე ლაპარაკიც არ არის, რაღაცა ხომ უნდა შექმნან. კიევი ვერა, მაგრამ, აი, მარიუპოლი ავიღეთ, უნდა რომ თქვას. თუმცა, გულწრფელად ვიტყვი, კიევიც რომ აეღოთ, ეს არ იქნებოდა გამარჯვების ნიშანი, დიდი ტერიტორიაა უკრაინაში, შეუძლიათ ტაქტიკური გადაჯგუფება, აქვთ გეგმები და შეიძლება ისე დაარტყან, რომ მტრისას. ომის ტაქტიკას ძალიან კარგად ართმევენ თავს უკრაინელები. როდესაც ომი მორჩება, თუ მომეცემა საშუალება ჩავალ და გავაკეთებ დღიურს ამ ტაქტიკის და სვლების, რათა გვქონდეს მასალა, ხვალ როგორი ბრძოლის წესებით უნდა ვიბრძოლოთ, დღეს ახალი ტაქტიკა იბადება უკრაინაში, თანამედროვე ბრძოლის.
– როგორ ხედავთ, რამდენად ეხმარება მსოფლიო უკრაინას?
-დღევანდელი ომი არის ეკონომიკური, ინფორმაციული და ტექნოლოგიური. ამას ყველაფერს ერთად ვხედავთ. დღეს ცივილიზაციას, რომელიც ცდილობს, რომ მარსზე გაიგოს არის წყალი თუ არა, დედამიწაზე აქვს პრობლემა, ამ ხალხს გააგებინოს – ხომ შეიძლება თქვენ მიწაზე იცხოვროთ, განვითარდეთ, ყველა რესურსი გაქვთ იმისთვის, რომ წარმატებული სახელმწიფო იყოთ! მსოფლიომ, რომელიც ცდილობს მარსის ათვისებას, დედამიწაზე პირველყოფილ თემურ წყობილებაში მყოფ ქვეყანას ვერაფერი მოუხერხა, ვერ გააგებინა, რომ ბოროტების გარეშეც შეიძლება ცხოვრება – ამიტომ გაერთიანდა დღეს ყველა. ამ წუთში არის უპრეცენდენტო დახმარებაა უკრაინისთვის. ომს სჭირდება რესურსები – ცოცხალი რესურსი უკრაინას გააჩნია, ტერიტორია გააჩნია, მას შეუძლია სიღრმეში შევიდეს, გადაჯგუფდეს. ვხედავთ კიდეც, შეუძვრა ეს ურდო სიღრმეში და ეხლა ანადგურებს მას. მიხვდით, რა ხდება? ამის მერე სჭირდება ფინანსები და ვხედავთ მილიარდობით თანხებს, რომელიც უკრაინისკენ მიედინება. ვხედავთ უპრეცენდენტო სამხედრო დახმარებას, უკრაინის ომში არის იარაღი, რომელიც არცერთ ომში არ გამოჩენილა, წარმატებული თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც ამ ომს ამარცხებს! აღარაფერს ვამბობ სანქციებზე, რომელიც რუსეთს აზარალებს, რა ზარალსაც განიცდის მოწინააღმდეგე, ჩათვალეთ, რომ ეს თანხები მოდის შენთან პლიუსად. ამიტომაც გამორიცხულია ამ ომიდან რუსეთი ისე წავიდეს, ერთი გოჯი უკრაინული მიწა შერჩეს. ამ ჩემს სიტყვებს ძალიან მალე გავიხსენებთ…