“თუკი რამე საშუალება ექნება უცხოეთის მეხუთე კოლონას საქართველოში, ყველაფერს იკადრებენ და გააკეთებენ, რომ სიტუაცია არიონ”- გიგლა ბარამიძე

0
233
23 Views

თუკი რამე საშუალება ექნება უცხოეთის მეხუთე კოლონას საქართველოში, ყველაფერს იკადრებენ და გააკეთებენ, რომ სიტუაცია არიონ, – ამის შესახებ დიპლომატმა, პროფესორმა გიგლა ბარამიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, თუკი იქნება არეულობის მცდელობა, საზოგადოება ამას არ დაუშვებს.

„თუ კანონი კანონობს და საერთაშორისო სამართალი ჯერ კიდევ არსებობს, არ არის მხოლოდ ძლიერისა და ფულის სამართალი, მაშინ თუ ვინმეს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, საქართველოსაც ეკუთვნის, თუმცა მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ კანდიდატის სტატუსიდან ევროკავშირის წევრობამდე, ათწლეულებია. მოლდოვასა და უკრაინას ჩვენ ბევრი საკითხით ვუსწრებთ და თუ კანონი იკანონებს, ჩვენ ყოველგვარი წვალების გარეშე უნდა მოგვცენ კანდიდატის სტატუსი. დღეს ისეთი ვითარებაა, როდესაც ხელისუფლება და საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მშვიდობასთან დაკავშირებით, არეულობა რომ არ იყოს, ორი გვამის პარტია რომ არ დაბრუნდეს და სხვადასხვა საკითხში, თანამოაზრეები არიან. ასე რომ, თუკი იქნება არეულობის მცდელობა, საზოგადოება ამას არ დაუშვებს“, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

Cesko