სააკაშვილს რომ რამე დაემართოს- ერი რამ­დე­ნი­მე სა­უ­კუ­ნე ვერ ჩამოირეცხავს- ვახტანგ კიკაბიძე

0
742
59 Views

მომღერალი და ენმ-ს სიით პარლამენტის წევრი ბუბა კიკაბიძე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის თხოვნით მიმართავს. კიკაბიძემ ივანიშვილს „სხვა ნანუკას შოუში“ მიმართა.

მომღერლის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბარს აზრი არ აქვს, რადგან გადაწყვეტილების მიმღები ბიძინა ივანიშვილია და მას ამიტომ მიმართავს.

როგორც კიკაბიძე ამბობს, მიხეილ სააკაშვილს რომ რაიმე დაემართოს, ამას ერი რამ­დე­ნი­მე სა­უ­კუ­ნე ვერ ჩამოირეცხავს.

“მინ­და, ბი­ძი­ნას ვუ­თხრა, არ ვიცი სად არის, გა­მო­უშ­ვას მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი იმი­ტომ, რომ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად კლა­ვენ. თუ გა­მო­უშ­ვებს, მა­გის შვი­ლიშ­ვი­ლებს ეტყვი­ან მადლობას მერე. ეს არის ჩემი თხოვ­ნა, “ბაკ­ლა­ნებ­თან“ ლა­პა­რაკს არ აქვს აზრი იმიტომ, რომ მა­გა­თი დი­რექ­ტო­რია ერთი კაცი – ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. ეგ არის. თუ ჩა­აკ­ვდათ ხელ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში დედა შვილს არ აიყ­ვანს.

ჩვე­ნი სირ­ცხვი­ლი იქ­ნე­ბა, რამე რომ მოხ­დეს. ამას ერი ვერ ჩა­მო­ი­რე­ცხავს რამ­დე­ნი­მე სა­უ­კუ­ნე, ის­ტო­რი­ა­ში შევა ეს ამ­ბა­ვი. ძლივს გაგ­ვიჩ­ნდა ნამ­დვი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, ერთი. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რომ გა­და­იყ­ვა­ნონ და ცოტა გა­მო­ა­ცო­ცხლონ, არა­ფე­რი არ უნდა იმ კაცს, ნუ ეში­ნი­ათ. ამათ ეში­ნი­ათ მა­გი­სი გაშ­ვე­ბა“, – განაცხადა კიკაბიძემ.

Cesko