ლევან ხაბეიშვილი პასუხობს ინფორმაციას მის შესაძლო გადაყენებაზე

0
545

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარეობიდან მის შესაძლო გადაყენებაზე გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.

ხაბეიშვილის თქმით, აღნიშნულზე საუბარი სირცხვილია.

„სიგიჟეა, სირცხვილია. შვიდი ენა რომ იცის, ის კაცი მძევლად გყავთ აყვანილი“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობიდან ლევან ხაბეიშვილი გადააყენონ და ამის მიზეზად ინგლისურის არცოდნა სახელდება.

Cesko