20 Views
ცხინვალში 39 წლის გიორგი სიუკაევი დააკავეს, რომელიც 38 წლის სოსლან ვალიევის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. მკვლელობა 18 აპრილს მოხდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, სიუკაევმა ვალიევს დანით ჭრილობა მიაყენა, რის შედეგად ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სიუკაევი ე.წ. პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე დე ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა თათბირი გამართა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს დამნაშავის დაკავება დაავალა.