ალექსანდრე რაქვიაშვილი ზურაბ ჯაფარიძეზე: როდესაც ჩვენი პარტიიდან წავიდა, მან საერთოდ დაკარგა იდეოლოგიური ღერძი

April 11, 07:48
0
149

 

„გირჩის” წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძის პრობლემა ისაა, რომ მათი პარტიიდან წასვლის შემდეგ, „გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა იდეოლოგიური ღერძი დაკარგა. მისი თქმით, როდესაც იდეოლოგიური ღერძის არ აქვს ადამიანს, ვერ ხვდება რა გააკეთოს.

„ზურას პრობლემა არის ისაა, როდესაც ჩვენი პარტიიდან წავიდა, მან საერთოდ დაკარგა იდეოლოგიური ღერძი. როდესაც იდეოლოგიური ღერძი არ გაქვს, ბუნებრივია, ვერ ხვდები რა გააკეთო და უწევს უფრო რადიკალური განცხადებების გაკეთება”, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

„ქრონიკის” მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ვიდეო-კადრები მიმდინარე წლის თებერვლის თვით თარიღდება. ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც თელავში, სასტუმრო „ალაზნის ველში” რადიკალების მიერ ორგანიზებულ ე.წ. ბანაკში შეხვედრას ესწრებოდა, „ქრონიკას” უყვება, რომ ტრენინგზე ლიბერალიზმზე საუბრობდნენ, თუმცა, ლიბერალიზმის საფარქვეშ, ასევე აქტიურად საუბრობდნენ ხელისუფლების ცვლილებაზე, სისხლიან რევოლუციაზე და დესტრუქციაზე.

 

Cesko