მანქანის საყიდლად საქართველოში ჩამოსული უცხოელი მეორე უცხოელმა გაძარცვა, მანქანიდან გადმოაგდო და თვითონ გაქცევისას ავარიაში მოჰყვა

0
229
25 Views

რუსთავში ავტომობილის საყიდლად ჩამოსული უცხო ქვეყნის მოქალაქე გაძარცვეს. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ცნობით, 40 წლამდე კაცი, რომელსაც ავტომობილის ყიდვა უნდოდა, დასახმარებლად თავისივე ქვეყნის მოქალაქეს, 25 წლამდე კაცს დაუკავშირდა.

ახალგაზრდა კაცმა 40 წლამდე კაცი ავტომობილით დავით გარეჯის ქუჩაზე მიიყვანა, სადაც მოტყუებით ავტომობილიდან ჩამოსვა და ფულთან ერთად ადგილიდან გაქცევა სცადა.

გაქცევის დროს ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა, რა დროსაც ადგილზე სამართალდამცავები გამოცხადდნენ და მამაკაცი დააკავეს.

ბრალდებულს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მადონა მაისურაძის გადაწყვეტილებით, აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

Cesko