შოვში მომხდარი სტიქიიდან მეცხრე დღეს, კვლავ აქტიურად გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. სტიქიის ზონაში ეძებენ 9 ადამიანს. დაკარგულებს შორის არის ზაზა მესხი შვილებთან ერთად. იდენტიფიცირებულია ზაზა მესხის მეუღლის – ალინა პოლიკოვსკას ცხედარი.
ზაზა მესხის შესახებ სოციალურ ქსელში წერს მოქალაქე ქეთი მერკვილაძე და აქვეყნებს იმ ჟურნალის ფოტოებს, რომლის თანადამფუძნებელი და რედაქტორიც ზაზა მესხია:
„ბუნების წესიაო, მშობელი შვილმა უნდა ჩადოს მიწაშიო. და ახლა მშობლებიც და შვილები რომ ამ მიწამ ერთად …
დღეების წინ თავს ვინეგუშებდი, რომ იქნებ სადმე ხართ, დაჭრილები, გამოფიტულები, მაგრამ ცოცხლები. ახლა ვტირი, იქნება და რამენაირად გიპოვონ იმ მიწაში, რომელიც ასე ძალიან გიყვარდა და შენ შვილებს აყვარებდი…
“თანამემამულის” ბოლო გვერდზე თითქმის ყოველთვის აქვეყნებდი ხალისიანი ქართველი ბავშვის ფოტოს ქართველი პოეტის ან მწერლის ოპტიმისტური ციტატით.
გულიანო და ჰეისშემძახებელო, მებრძოლო და ნონკონფორმისტო, ძალიან კარგო ადამიანო და ქართველო… ზაზა“, – წერს ია მერკვილაძე სოციალურ ქსელში.