25 Views
სანქტ-პეტერბურგის კაფეში აფეთქების შედეგად რუსი სამხედრო ბლოგერი, ვლადლენ ტატარსკი დაიღუპა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად დაშავებულია 30 ადამიანი. მათგან 24 საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის ექვსი მძიმე მდგომარეობაშია.
მედიის ინფორმაციით, აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც ქალმა ვლადლენ ტატარსკის ყუთით საჩუქარი გადასცა.
აფეთქება ვლადლენ ტატარსკის [მისი ნამდვილი სახელია მაქსიმ ფომინი] შემოქმედებით საღამოზე, სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ კაფეში მოხდა, აფეთქების შემდეგ იგი რეანიმაციაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.