27 Views
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
რუსული მხარის ინფორმაციით, ბლინკენმა და ლავროვმა The Wall Street Journal-ის ჟურნალისტის ევან გერშკოვიჩის დაკავება განიხილეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლავროვმა ბლინკენს განუცხადა, რომ ევან გერშკოვიჩი სავარაუდოდ, საიდუმლო ინფორმაციის მოპოვების მცდელობისას დააკავეს.
„საუბრისას ასევე შეეხნენ ორმხრივი ხასიათის რამდენიმე აქტუალურ საკითხსაც“, – დასძინეს რუსეთის საგარეო უწყებაში, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ რა საკითხზე იყო საუბარი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბლინკენსა და ლავროვს შორის ბოლოს სატელეფონო საუბარი გასულ წელს შედგა.