19 Views
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, რუსეთს თავდაცვის მიზნით ბირთვული იარაღის გამოყენების უფლება აქვს.
მისივე თქმით, აშშ-ის მიერ „რუსეთის დამარცხების სურვილი“ მსოფლიოს კონფლიქტის ზღვარზე აყენებს.
„თუ შეერთებულ შტატებს სურს რუსეთის დამარცხება, მაშინ ჩვენ გვაქვს უფლება, დავიცვათ თავი ნებისმიერი იარაღით, მათ შორის ბირთვული იარაღით.
შეერთებული შტატების სურვილი, დაამარცხოს რუსეთი, სამყაროს კონფლიქტის ზღვარზე აყენებს. ვაშინგტონის ამგვარი პოლიტიკა დაუსჯელობის განცდამ გამოიწვია“, – აცხადებს მედვედევი.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების ხელშეკრულებაში მონაწილეობის შეჩერების შესახებ განაცხადა.