11 წლის გოგონამ თანაკლასელი მძიმედ დაჭრა, მერე კი კლასში მშვიდად დაბრუნდა სისხლიანი დანით გაკვეთილზე

0
1711
20 Views

უკვე რამდენიმე დღეა, რუსეთის ქალაქ ხიმკში მომხდარ საზარელ შემთხვევას მედიაში განიხილავენ. 11 წლის გოგონამ, ილვირამ (სახელები შეცვლილია) სკოლაში, საპირფარეშოში თანაკლასელ სონიას დანით 100-მდე ჭრილობა მიაყენა. შემდეგ კი მშვიდად დაბრუნდა გაკვეთილზე, მასწავლებელს სისხლიანი დანა აჩვენა და უთხრა, რომ გოგონა მოკლა…

მსხვერპლს მრავლობითი დაზიანება ჰქონდა მიყენებული და ბევრი სისხლი დაკარგა. გოგონა რეანიმაციაში გადაიყვანეს და ჯერ კვლავ ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

გამოძიება ამ დრომდე ცდილობს, გაარკვიოს მიზეზი, თუ რატომ დაესხა ილვირა თანაკლასელს. თანატილები რამდენიმე მიზეზს ასახელებენ: ზოგიერთი ამბობს, რომ სონიას მასთან მეგობრობა აღარ სურდა და ილვირამ ასე “იძია შური”. ზოგიერთის აზრით, მოზარდებს ერთი ბიჭი მოსწონდათ და ამის გამო კონფლიქტი ჰქონდათ. მესამე, ყველაზე უცნაური ვერსიით, მკვლელობა პოპულარულ ინტერნეტთამაშს უკავშირდება. აღნიშნული ვერსიის თანახმად, სონია ილვირას ანგარიშზე დაუკითხავად შევიდა და მრავალი თვის განმავლობაში დაგროვილი ქულები და ბონუსები დახარჯა…

თანაკლასელები მედიასთან საუბრისას ღიად ამბობენ, რომ ილვირას კლასში კონფლიქტი არავისთან ჰქონია, მშვიდი და კეთილი ბავშვი იყო და ფაქტის წარმოდგენა უჭირთ. თანაკლასელი გოგონების ვარაუდით, შემთხვევა იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ სონია ილვირას აღარ ემეგობრებოდა, ბიჭები კი ამბობენ, რომ ეს შეყვარებულის გამო მოხდა.

2-1676025137.jpeg

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 7 თებერვალს, დილის საათებში მოხდა. ილვირა თანაკლასელს საპირფარეშოში უცდიდა, რომ მისთვის დაზიანებები მოწმეების თანდასწრების გარეშე მიეყენებინა. ბავშვები ამტკიცებენ იმასაც, რომ ყვირილის ხმა არ გაუგონიათ.

როგორც ცნობილია, ილვირა დერეფანში სისხლიანი დანით რამდენიმე ბავშვმა ნახა, ხოლო როდესაც კლაში შევიდა და მასწავლებელმა ჰკითხა, რა მოხდა, მან უპასუხა: “სონია მოვკალი!”

3-1676025154.jpeg

ფაქტის შემდეგ სხვა მოსწავლეები კლასიდან გაიყვანეს და ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.

ილვირას შესახებ მასწავლებლები კიდევ ერთ უცნაურ ფატს იხსენებენ. ცოტა ხნის წინ გოგონამ სახელი ოფიციალურად გადაიკეთა და საბუთებსა და ჟურნალში განახლებული ვერსიით ჩაწერეს. მისი თქმით, სახელი პოპულარული კომპიუტერული თამაშის პერსონაჟის გამო გადაირქვა.

გოგონას მამა ყაზახეთიდანაა და ენერგეტიკულ კომპანიაში მუშაობს. დედა კი კოსმეტოლოგია და სხვადასხვა სახის პროდუქციას არეკლამებს. ამბობენ იმასაც, რომ ბოლო დროს ილვირას დედაც შეიცვალა, სხვა სახელი დაირქვა და არაადეკვატურად იქცეოდა…

სამართალდამცავი ორგანოს ინფორმაციით, ილვირამ ღამე ბავშვთა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაატარა. რამდენიმე დღეში მას გამოკვლევა ჩაუტარდება. უკვე შემოწმებულია ნარკოტიკულ საშუალებებზეც, თუმცა მის ორგანიზმში მსგავსი ვერაფერი აღმოაჩინეს.

4-1676025168.jpeg

11 წლის სონია კი საავადმყოფოში რჩება. მისი გადარჩენა ექიმებმა მოახერხეს და ახლა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია. ექიმების თქმით, გოგონა გონს მოვიდა და საუბარიც სცადა.

წყარო: mshoblebi.ge

Cesko