“შემდეგ კი ავიღებთ კიევს და ყველა სხვა ქალაქებს. გარწმუნებთ: უკან არცერთი ნაბიჯით არ დავიხევთ”- კადიროვი

April 11, 14:10
0
578

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი აცხადებს, რომ რუსული ძალები შეტევას განახორციელებენ არა მხოლოდ ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლზე, არამედ კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზეც.

ამის შესახებ კადიროვმა „ტელეგრამის“ არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ისაუბრა.

“შეტევა იქნება არა მხოლოდ მარიუპოლზე, არამედ სხვა ადგილებში, ქალაქებსა და სოფლებზეც”, – აღნიშნა კადიროვმა.

მისი თქმით, რუსული ძალები უკან არცერთი ნაბიჯით არ დაიხევენ.

„ლუგანსკი და დონეცკი – პირველ რიგში ჩვენ სრულად გავათავისუფლებთ… შემდეგ კი ავიღებთ კიევს და ყველა სხვა ქალაქებს. გარწმუნებთ: უკან არცერთი ნაბიჯით არ დავიხევთ,“- აღნიშნა კადიროვმა.

Cesko