ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა – რა ინფორმაციას  ავრცელებს შოთო სიხარულიძე

April 1, 12:06
0
323

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა – ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი, რომელიც ნიუ იორკში ცხოვრობდა.

25 წლის ნატალი ქანთარიას გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

“გარდაიცვალა ემიგრანტი დედის ემიგრანტი შვილი ნიუიორკში 25 წლის ნატალი ქანთარია.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული.. ასეთი ახალგაზრდების ასე უდროოდ წასვლა ამ ქვეყნიდან…. ენით აუღწერელი დიდი ტკივილია ეს…… დადუმდა ნიუიორკის ემიგრაცია მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას გავს ეს შემზარავი ამბავი…

 

“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს… ( მისი მთლიანი ოჯახი ემიგრანტებია)

რა საშინელება მომხდარა, ნატალიკო, საყვარელო ბავშვო, ვერც კი წარმომიდგენია, უფალმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული, მანანა საყვარელო, რა სიტყვებით მოგისამძიმრო, წარმოუდგენელი ტკივილი. გამაგრდი მანანა, გამაგრდი ჩემო კარგო.

მძულს უსამართლო სამყარო! ჩვენი უკეთილშობილესი ნატალი😭😭💜💜💜💜💜💜💜მიწამ როგორ უნდა მიგიღოს ნატალი. სიკეთის სიყვარულის, გვერდში დგომის და რა კარგი სიტყვაც მომხვდება პირზე ყველაფრის დაწერა შემიძლია, მარტო იმიტომ, რომ ეგეთი იყოოოო..გითანაგრძნობთ ყველას ვინც იცნობდით თუ არ იცნობდით ამ სიყვარულის ოქროს გოგოს აღარ ყოფნას…….😭ძლიერი და ჯანმრთელი იყავი, მაგრამ ამ ცხოვრების სისასტიკემ არც შენ დაგტოვა ხელშეუხებელი დატოვე ეს წუთისოფელი და დაიდე ბინა უფლის სამკვიდროში ტკივილებით დაღლილო შენ იყავი სიყვრულისა და სიკეთის მასხივოსნებელი ადამიანი, ❤️სამტროდაც ვერ გაიმეტებდი ადამიანს…

💔ღმერთო როგორ ჩამწყდა გული…ასე ახალგაზრდა💔😥
როგორ გვატკინე გული ყველას, საუკეთესო ადამიანი იყავი მშვიდად განისვენე იქ, სადაც მართალი განისვენებენ…

😔 დაუჯერებელია ნამდვილად სიცოცხლით სავსევ💔

კეთილი და სამართლიანი იყავი და ეჭვი არასდროს შეგვეპარება, რომ ამ სოფლიდან ყველა შემოგაშველებს ლოცვას, ცათა სასუფეველში გადაინაცვლა შენმა ლამაზმა სულმა. არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი.. ენით აუღწერელი ტკივილი დაგვიტოვე გაანადგურე და თავდაყირა დააყენე შენი ემიგრანტი ოჯახის ცხოვრება ვინც გიცნობდა ყველასგან და ყველაფრით გამორჩეულო და განსაკუთრებულო💔

იმდენად დიდ ტკივილად იქეცი. არსებობს კი სიტყვები ჩვენს სანუგეშებლად, როცა შენი ლამაზი სახე მხოლოდ სურათებზე დარჩა შენი სახლის კედლებზე?! ამბობენ, ადამიანი სანამ უყვართ, არასოდეს კვდებაო და შენც მუდამ დიდი ტკივილი ხარ ჩვენთვის, ყველას დაგვაკლდება შენი სითბო და სიყვარული, რომელიც უხვად გქონდა. ნათქვამია, “სანამ ხსოვნა ცოცხლობს, ადამიანი ცოცხალია, ხსოვნა სინდისივით არის და სიკვდილზე ძლიერია”
ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული და დაუმკვიდროს საუკუნო სასუფეველი იქ, სადაც მართალნი განისვენებენ.

როცა მოვკვდები,ნუ მომიტანთ იების კონას,
და ნუ მიტირებთ,ნუ დაიდენთ ცრემლებს დარდიანს,
და ნუ იგლოვებთ ამ ქვეყნიდან,ჩემი წასვლის დღეს,
ნუ მიაკარებთ გულს ვაებას,გრძნობებს ჯავრიანს.

სანამ მოვკვდები,მანამ მოდით მომეალერსეთ
გული გამითბეთ, დამენახეთ და გამახარეთ
და კი როდესაც,დამივიწყეთ ყველამ ცოცხალი,
თქვენ ეს იცოდეთ, მე იმ დღიდან გარდავიცვალე.

“შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი”

Cesko