ტრაგიკულად დაიღუპა მოსწავლე… – რა მოხდა ქუთაისში და რა ინფორმაციას ავრცელებს ცენტრალური სამუსიკო სკოლა?

August 14, 07:53
0
1311

ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი მოსწავლის მარიამ ბოყოველის ტრაგიკულად დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„უდიდეს ტკივილს განვიცდით. ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი სასწავლებლის საფორტეპიანო განყოფილების მე-10 კლასის წარმატებული მოსწავლე, მარიამ ბოყოველი. ვუსამძიმრებთ ოჯახს, გამწარებულ მშობლებს, ახლობლებს, მეგობრებს, ვუსამძიმრებთ მარიამის პედაგოგებს, განსაკუთრებით, ქალბატონებს: ლავალეტა წოწერიას და ციცინო თოდუას, რომლებიც ბავშვობიდან ზრუნავდნენ ამ ნიჭიერი და იმედისმომცემი გოგოს მუსიკალურ აღზრდაზე, მის წინსვლასა და წარმატებებზე. უფალმა მიიბაროს მარიამის ლამაზი სული, შეიწყალოს და დაამკვიდროს მარადიულ სასუფეველში!“ – ნათქვამია სასწავლებლის სამძიმრის პოსტში.

Cesko