საქსტატი: თებერვალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.8 პროცენტი შეადგინა

0
316
26 Views

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7.1 პროცენტია.

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორებიცაა მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, უძრავი ქონების, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სექტორებში.

Cesko