კიევის სასამართლომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სარჩელი არ მიიღო

March 31, 11:56
0
239

კიევის სასამართლომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სარჩელი არ მიიღო. მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ეკლესიის წარმომადგენლები კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ, რომლის მიხედვითაც, მათ კიევ-პეჩორის ლავრის დატოვება მოსთხოვეს. ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ სპეციალური კომისიის წარმომადგენლები, რომლებსაც ინვენტარიზაცია უნდა მოეხდინათ, თუმცა სასულიერო პირებმა ისინი ლავრის ტერიტორიაზე არ შეუშვეს.

კომისიის წევრები ლავრაში შესვლას დღეს ისევ შეეცდებიან.

“უფალი არ გაპატიებს შენ და შენს ოჯახს! ვაი, შენ! გეშინოდეს!”- მიტროპოლიტი პაველი ზელენსკის (ვიდეო)

Cesko