“სიცოცხლესთან გამოსათხოვებლად ამ საშულებას ძალიან ლოგიკურად მივიჩნევ”– ალენ დელონი ევთანაზიას ითხოვს.

0
541
24 Views

86 წლის ლეგენდარული ფრანგი მსახიობი ალენ დელონი ევთანაზიას ითხოვს.

ცნობილი ხდება, რომ მსახიობმა შვილს სთხოვა, ევთანაზიის პროცედურაში დაეხმაროს. სავარაუდოდ, მსგავსი ნაბიჯი ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადადგა. ბოლო პერიოდში მსახიობი შვეიცარიაში ცხოვრობს და თითქმის მთელ დროს ჰოსპიტალში ატარებს.

2019 წელს მსახიობს ორმაგი ინსულტი დაემართა. ექიმებმა მაშინ მისი გადარჩენა შეძლეს, თუმცა ერთ წელიწადში ახალი დარტყმა მიიღო – ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნით გარდაიცვალა მისი ყოფილი და ერთადერთი ცოლი ნატალი დელონი. წყვილი სიცოცხლის ბოლომდე მეგობრობდა.
ნატალის გარდაცვალების შემდეგ მსახიობს მხოლოდ შვილებთან აქვს ურთიერთობა. ალენს ოთხი შვილი ჰყავს – ენტონი, ანუშკა, ალენ-ფაბიენი და კრისტიან აარონი. რამდენიმე წლის წინ მსახიობმა ანდერძიც დაწერა, რომ მისი შთამომავლებისთვის ჩხუბი და სკანდალები აერიდებინა თავიდან.

შესაძლოა, მაშინვე მიიღო გადაწყვეტილება – ევთანაზიის მეშვეობით დაესრულებინა სიცოცხლე.  ევროპაში ეს მეთოდი შვეიცარიაშია დაშვებული და   მსახიობი შეაძლოა ამიტომაც დაფუძნდა ამ ქვეყანაში. ახლა გადაწყვეტილება მის უფროს ვაჟზეა, რომელიც უნდა დაეხმაროს დელონს გადაწყვეტილების მიღებაში და პროცედურების გავლაში.

სიცოცხლესთან გამოსათხოვებლად ამ საშულებას ძალიან ლოგიკურად და ბუნებრივად მივიჩნევ, ასაკთან ერთად ჩვენ გვაქვს უფლება, წყნარად დავასრულოთ სიცოცხლე, საავადმყოფოებისა და ჩხვლეტების გარეშე”–ამბობს მსახიობი.

Cesko