“იგი მუდამ უცრუებდა ნაცებს იმედს და მათს შინაგან შთაგონებას…”- რას წერს ჟურნალისტი

0
747
19 Views

ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ჟურნალისტი, გია გაბრიჭიძე:

“თამამად შეიძლება ითქვას, რომ სტრასბურგის სასამართლო სხვა ევროპული ინსტიტუტებისგან განსხვავებით ნამდვილად პირუთვნელად მუშაობს და მათი გადაწყვეტილებები ყოველთვის სიმართლეს და კანონიერების აღდგენას ემსახურება, ამაში ძალიან ბევრჯერ დავრწმუნდით.
იგი მუდამ უცრუებდა ნაცებს იმედს და მათს შინაგან შთაგონებას იმის შესახებ, რომ თავიანთი 20 ლარიანი ლობისტების მსგავსად იმ გადაწყვეტილებებს მიირებდნენ, რაც სურდათ ცივ წყალს ასხამდა.
თუნდაც გირგვლიანის საქმის განხილვის შემდეგ გამოქვეყნებული ტექსტი – სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ… რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო, ამ ყველაფრის ნათელი დადასტურება იყო.
კარგად გვახსოვს გვარამიას ცოფების ყრა მის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის მიერ გამოტანილ განაჩენზე, გვახსოვს ნაცების აღშფოთებული ჭყლოპინი მათი რეჟიმის მიერ სხვადასხვა დანაშაულის გამოაშკარავებასთან დაკავშირებით და ბოლო „ლურსმანი“ იყო 2023 წლის 16 თებერვალს ოჩიგავას წამების საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილება რომლითაც ფაქტობრივად განაჩენი სააკაშვილის მხარდამჭერი რეზოლუციის ავტორ ევროპარლამენტარებს გამოუტანა.
სწორედ ამიტომ სააკაშვილის ადვოკატებმა, რომლებიც სტრასბურგის სასამართლოში ჩივილით მუდმივად იმუქრებოდნენ უარი თქვეს სარჩელის შეტანაზე, რაც მათი პოზიციის უუნარობის კიდევ ერთი დადასტურებაა.”

Cesko