“სერიოზული პანიკა ატყდა, დაიწყო ღრიალი და დედის გინება, 6-7 წლის ბავშვებს შეეშინდათ, დაიწყეს ტირილი” – ნონო ანთაძე

0
309
20 Views

“გუშინწინ ვიყავი ბათუმში ფეხბურთზე და რაღაც წარმოუდგენელ სიგიჟეში მოვყევი, დაწყებამდე ზუსტად 1 საათით ადრე 7 საათზე მივედით ჩვენი სექტორის A1-ის შესასვლელთან, სადაც დაგხვდა დიდი რიგი, იმის გამო, რომ კარი პატარაზე ქონდათ გაღებული და მარტო თითო-თითო ადამიანს უშვებდნენ (უფრო ადრეც ვაპირებდით მისვლას, მარა გზაშიც საცობი იყო).

ნახევარი საათი, რო გავიდა და რიგი ფაქტიურად არ იძვროდა, ხალხი აღელდა, ღობის იქით მომღიმარ პოლიციელებს დავუწყეთ ყვირილი, რო კარი გაეღოთ. სიტუაცია დაიძაბა, ვინც წინ იდგა ყვიროდნენ ნუ გვაწვებით, გოგოები იჭყლიტებიანო, ზოგმა ერთმანეთშიც დაიწყო ჩხუბი, ზოგი ცუდად გახდა, ჰიმნების ხმა რო გაისმა, უკვე სერიოზული პანიკა ატყდა, დაიწყო ხმამაღლა ღრიალი და დედის ტრაკის გინება სავსებით დამსხურებულად, მარა 6-7 წლის ბავშვებს შეეშინდათ, დაიწყეს ტირილი, რის გამოც მშობლებს საერთოდ მოუწიათ იქიდან წასვლა.

წარმოიდგინე, შვილი მიგყავს გასართობად, თან 100 ლარს იხდი და გართობა კი არა, ვერ შედიხარ და საერთოდ ისტრესება ბავშვი. მოკლედ, ასეთ სიტუაციაში ვართ და უცებ ამოვარდა გრიგალი, შუქი ჩაქვრა და იქვე მდებარე მშენებლობის მტვერი და წვრილი ქვები დაგვეყარა თავზე! ყველას ნაგვიანი გვქონდა სახე, ყურები, კისერი, თმები! ქვიშა ჩაგვეყარა ფეხებში. ისე ვიდექით, ვერ ვინძრეოდით და სახურავი რო დაგვცემოდა (მერე ვიდეოებში ვნახეთ, რო სახურავები დაფრინავდნენ ბათუმში), საშინელი ტრაგედია დატრიალდებოდა.

ბოლოს მე რო შევედი, უკან მოვიხედე და მაგ მომენტში უკვე ხალხმა გადმოანგრია ჯებირი და შემოვარდნენ, 7 წუთის დაგვიანებით მივაღწიე ჩემს ადგილამდე და ზოგი საერთოდ გოლი რო გავუშვით მერე შემოვიდა.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ არავინ არ აგებს ამაზე პასუხს, ქვეყანაში ზოგადად ისეთი განუკითხაობაა, რო ეს შემთხვევა წვრილმანია. არადა ელემენტარულია, 6-ზე გაიღო კარი, სადაც მარტო 2 ტურნიკეტი იდგა, წუთში 2 კაცი რო გაატარო, ესე იგი 240 ადამიანზე მეტი ვერ შევა 2 საათში, როცა ათასი კაცია სექტორში.

adjarabet Arena სამარცხვინო ორგანიზატორები ხართ!
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation სამარცხვინო მმართველები ხართ!”

ბლოგერი ნონო ანთაძე, ბლოგერი; სოციალური ქსელი

Cesko