რუსეთმა უნგრეთი არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანა

0
495
26 Views

რუსეთმა შეიყვანა უნგრეთი არამეგობრული ქვეყნების სიაში. ამის მიზეზი საერთო ევროპულ სანქციებში ამ ქვეყნის მონაწილეობა გახდა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

როგორც რუსეთის ელჩმა უნგრეთში ევგენი სტანისლავოვმა განაცხადა, უნგრეთს რუსეთთან დაკავშირებით პრაგმატული პოზიცია უკავია, მაგრამ ის ევროკავშირის და ნატოს მხრიდან დიდ ზეწოლას განიცდის.

„უნგრეთი ყველა ანტირუსულ სანქციას შეუერთდა. ამიტომ ის არამეგობრული ქვეყნების სიაშია შეყვანილი, რომელთა წინააღმდეგ საპასუხო ზომები იქნება მიღებული“ – განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, სანქციები მოსკოვის და ბუდაპეშტის თანამშრომლობის ყველა სფეროზე აისახება – ეკონომიკით დაწყებული და ადამიანური კონტაქტებით დამთავრებული,

ნატოს და ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით უნგრეთს რუსეთის მიმართ ყველაზე ლოიალური პოზიცია უკავია. კერძოდ, ქვეყანა დღემდე იღებს რუსულ ნავთობსა და გაზს, ასევე ბუდაპეშტი ბლოკავს სანქციებს რუსეთის ბირთვული მრეწველობის წინააღმდეგ. ბუდაპეშტი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზეც კატეგორიულ უარს აცხადებს.

Cesko