,,საქართველოს პარლამენტის, მთავრობისა და პრესის საყურადრებოდ! ამდენი ქართული მესამეკლასელმა ბავშვებმაც კი უნდა იცოდნენ“ – ლევან ღვინჯილია

March 16, 20:31
0
442

ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია სოციალურ ქსელში წერს:

,, საქართველოს პარლამენტის, მთავრობისა და პრესის საყურადრებოდ!!!

~ შესიტყვება – “კანონის გაწვევა” ენობრივი თვალსაზრისით არის უაზრობა;
~ “გაწვევა”, “მიწვევა”, “დაპატიჟება” და მისთანანი შეიძლება მხოლოდ ადამიანისა.
~სიტყვა “ადამიანს” ქართულ ენაში დაესმის კითხვა “ვინ?”; ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, “ადამიანი” “ვინ ჯგუფის” არსებითი სახელია.
~ “კანონს” კი დაემის კითხვა – “რა?”;
~ “კანონის გაწვევა ” ენობრივად და, მაშასადამე, პრაქტიკულადაც, შეუძლებელია;
~ამდენი ქართული მესამეკლასელმა ბავშვებმაც კი უნდა იცოდნენ, არათუ -“ხალხის რჩეულმა კანონმდებლებმა”, მთავრობის წევრებმა, თუ – განსწავლულმა ჟურნალისტებმა.
~ამიტომ და ამდენად, კეთილი ინებეთ და, გაასწორეთ, მაგრამ ზემეტად ნუ იხმაურებთ: “საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტს” სძინავს და ხმაურზე არ გამოაღვიძოთ!!!”

Cesko