23 Views
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის გეგმასთან დაკავშირებით – ტაქტიკური ბირთვული იარაღი განათავსონ ბელარუსის ტერიტორიაზე, შეშფოთებას გამოთქვამს.
„რა თქმა უნდა, ამის გამო შეშფოთებული ვარ. რას ვამბობდი ბოლო ერთი წელი? ეს საუბრები სახიფათო და შემაშფოთებელია“, – აცხადებს ბაიდენი.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების გეგმის შესახებ რამდენიმე დღის წინ განაცხადა.